ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია. მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი გაჭრილია ჩრდილოეთი კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მ-ითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთ ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან.
Add caption |
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.
როგორც ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის~ ისტორიაში წერს, ქვახვრელი X საუკუნის საქართველოს გაერთიანების მოვლენებთან დაკავშირებით ,,მატიანე ქართლისაი~-შია მოხსენიებული. აღნიშნულ პერიოდში ქართლის გამგებლად აფხაზეთის სამეფოს დიდი ფეოდალი იოანე მარუშისძე იყო დანიშნული. მან 976 წელს დავით კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან კიდევ კურაპალატს თავისი შვილობილი ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. მართლაც, 978 წელს იოანე მარუშისძემ ქართლის სატახტო ქალაქი უფლისციხე ბაგრატს გადასცა. ,,მატიანე ქართლისაი~ წერს, რომ იოანე მარუშისძემ უფლისციხის გასაღები ბაგრატს ქვახვრელში გადასცა...
ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს,რომელიცგამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
სამრეკლოს,რომელიცგამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს, რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთჳსკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში
გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი.
ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III) I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).
გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი.
ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III) I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).
აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში ამ რეგიონში მომხდარა სომეხი ხალხის მიგრაცია. აქ გამოქვაბულის კედლებზე სომხებს 17 ხაჩკარი ამოუკვეთიათ: 15 _ I კორიდორის აღმოსავლეთ კედლებზე, ხოლო 2 - ეკლესიის საკურთხეველში. (ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)
მოგვიანებით მე-14 საუკუნეში სოფელ ქვახვრელის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის იოანე ბატონიშვილი, როდესაც იგი ციციშვილების საგვარეულო ისტორიას სწავლოდა. ეს ცნობები აკადემიკოსმა შოთა ხანთაძემ შეაგროვა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა: ,,ციციშვილები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ფანასკერტელების ჩამომავლები არიან. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბაგრატ V-ს ტაოდან ქართლში გადმოუსახლებია ფანასკერტის მფლობელი ზაზა და მძოვრეთის ხეობაში (მდ. ძამაზე) მამულები უბოძებია. მის განაყოფთ მამულები ნიჩბისის ხეობაში მიუღიათ. შემდეგ ზაზამ ნასისხლად მიიღო ორბოძლელთა მამულები ხვედურეთში. 1467 წ., ჯერ კიდევ უფლისწულობაში ქართლის მეფე კონსტანტინემ ზაზა (II) ფანასკერტელს გაუახლა მამულების მფლობელობა და დამატებით უბოძა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი ეკლესიითურთ; უფრო გვიან კი ზაზას შვილს, ციცის, თავადობა უბოძა. ციცის შთამომავლები უკვე ციციშვილებად იწოდებოდნენ, მათი სათავადო კი - საციციანოდ. მე-18 საუკუნეში ციციშვილებს მამულები ჰქონდათ ხვედურეთში, ძამისა და გუჯარეთის ხეობებში, გვერდისძირში. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ციციშვილები კეთილშობილთა რიგებში აღირიცხნენ და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.(წყარო შ. ხანთაძე, „ციციშვილები". ქსე, ტ. 11, გვ. 235. თბილისი, 1987 ციციშვილი, იოანე ბატონიშვილის „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა"-ს მიხედვით).
No comments:
Post a Comment